06:37 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 18:56:01, 553 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში ყოფილი პატიმრებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის სოციალური უნარების ტრენინგი ჩატარდა.

პროექტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პტოგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. მისი მიზანია პროგრამის მონაწილეებისთვის სოციალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა.

ტრენინგი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან თემას. მათ შორის არის ეფექტიანი კომუნიკაცია, სახელმწიფო სერვისების გაცნობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარების ამაღლება, დროის მენეჯმენტი და სხვა. ტრენინგებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები უძღვებიან.

სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგების ციკლი ყოველთვიურად იმართება, რომლებიც თბილისის გარდა უკვე ჩატარდა ქუთაისსა და გორშიც. თითოეულ შეხვედრას 15 ყოფილი პატიმარი დაესწრო. მსგავსი შინაარსის ტრენინგები ზუგდიდსა და ბათუმშიც იგეგმება. როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისაგან დაიცავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics