|
2019-10-07 17:21:56, 4682 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა სირიაში, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს
თურქეთმა სირიაში იდლიბის რეგიონში, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეიძლება, ნებისმიერ დროს დაიწყოს. - ამის შესახებ BBC იუწყება. „ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ნებისმიერ ღამეს, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე.“ - განაცხადა თურექთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა. კვირას, ტრამპის ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას თურქეთის ოპერაციაში და შეთანხმების საფუძველზე პასუხისმგებლობის ქვეშ იქნებიან ბოლო ორი წლის განმავლობაში დატყვევებული IS-ის შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონიმიკის განადგურებით ემუქრებოდა, თუ კი თურქული მხარე სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ, ქურთულ ძალებს დაესხმებოდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, - ამის შესახებ DW იუწყება. ჯარების გაყვანით ამერიკა თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს. მოამზადა: ლიკა ბესელიამ
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)