13:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 11:43:13, 5528 ნახვა

რეგიონი
აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა

აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა, - ამის შესახებ Interfax-azerbaijan იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

Interfax-ი წერს, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“ [დავით გარეჯი] ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.

"აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი არის სტრატეგიული პარტნიორობის საზღვარი. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას", - განაცხადა გულიევმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics