|
2019-10-04 15:44:38, 1475 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში, N1-4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, სარწყავი და გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსასვენებელი პავილიონი. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად დაათვალიერა. „მწვანე და რეკრეაციული სივრცეები, ასევე, სკვერები და საბავშვო მოედნები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დღეს კიდევ ერთი გამწვანებული და ლამაზი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩვენ, რასაკვირველია, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას მომავალშიც განვაგრძობთ და რაიონს არაერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარი დაიხარჯა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)