|
2019-10-04 10:58:38, 5193 ნახვა
მსოფლიო
ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა
საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 1 მილიარდ რუბლს გადააჭარბა, - ამის შესახებ Коммерсант-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავიაკომპანია Победа-ს ზარალმა 500 მილიონ რუბლს მიაღწია, ავიაკომპანია S7-ში ზარალს 600 მილიონ რუბლად, ხოლო Red Wings-ში 200 მილიონ რუბლად აფასებენ. მედიის ცნობით, კომპანიები ელოდებიან ბიუჯეტიდან ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღავენლობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ზარალისთვის თანხის გამოყოფას არ აპირებს. გარდა ამისა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ზარალის დაარვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს". ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. კრემლის ლიდერმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტს სერგეი გავრილოვს მოჰყვა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)