10:24 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 17:55:41, 1720 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს სრული ინტეგრირება ნატო-ში მოქალაქეების არჩევანია და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

ნატო-სა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, როუზ გოტმიულერს საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 „ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს სრული ინტეგრირება ნატოში ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება და მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში.

 „დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება ძალზედ მნიშვნელოვანი დისკუსიები გაგვემართა, სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება, მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ჩვენი მეგობრების მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ მიიღო ასევე რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც ასევე გახდება სამომავლო მიზანი.

 „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი ნატოსთან თანამშრომლობის არის სულ უფრო და უფრო ეფექტური, მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნების ნაწილში საქართველოს აქვს ბოლო 2019 წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებები და ჩვენ ყველანი მოველით, რომ ეს ეფექტური თანამშრომლობა რომელიც უკვე გადაზრდილია საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხის თავსებადობაში ნატოს ძალებთან, საბოლოო ჯამში გადათარგმნილი იქნება რეალურ შედეგში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის, რასაც ქართველი მოქალაქეები აძლევენ ხმას, ამას მხარს დაუჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics