10:24 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 16:31:32, 1883 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ხაზარაძეზე: კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში დარჩენა პოლიტიკური მარაზმია

კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში დარჩენა პოლიტიკური მარაზმია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს.

მდინარაძის შეფასებით, მსგავსი გაანცხადებები არ არის სწორი.

„ბატონო მამუკა, ასეთი რაღაცები არ უნდა შეგეშალოთ. ქალის მიმართ ასეთი განცხადებები არ არის სწორი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ამიტომ მოვუწოდებ ამ ადამიანს რომ ცოტა დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის რაღაც ცინიკურ და მსგავს ფორმებს თავი დაანებოს. მას არ გამოადგება ეს პირველ რიგში პოლიტიკაში. კაცების და ქალების ასე დაყოფა და წარსულში ჩარჩენა არის, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური მარაზმი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ: "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ".





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics