|
2019-10-03 14:45:32, 1793 ნახვა
საზოგადოება
N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა
N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. „პატარა გლდანში, 185-ე საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის კეთილმოწყობილი ეზოს ტერიტორიაზე, ჩვენ მინი ავტოქალაქის პროექტი განვახორციელეთ. ბაღის ეზოში მოწყობილია საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები. პატარებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში. აცნობენ საგზაო ნიშნებს, რომელთაც ჩვენ მოძრაობისას ვიყენებთ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები თავიდანვე სწავლობენ მოძრაობის წესებს და თან ამ პროცესში ხალისით მონაწილეობენ. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ყველა ბაგა-ბაღის მიმართ, რომელთა ეზო მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას, მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა ოგბაიძის ინიციატივის საფუძველზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განახორციელა. ავტოქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ძირითადი საგზაო ნიშნები, დახაზულია გზა, განსაზღვრულია პარკინგის ადგილები, დამონტაჟებულია ავტობუსის მინიატურული გაჩერებები, სარკეები და შუქნიშნები. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს სიმბოლური მართვის მოწმობები გადასცეს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)