|
2019-10-03 13:10:03, 1313 ნახვა
საზოგადოება
სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა
კახეთში სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა. ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს, ნორვეგიის, უკრაინის, ყირგიზეთის და მოლდოვას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებს ეცნობოდნენ. სემინარზე მხარეებმა გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის (IGIF) მეთოდოლოგიით ქვეყნების გეოსივრცითი მონაცემების ეროვნულ ინფრასტრუქტურას შეაფასეს და ამავე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, შეფასებული ქვეყნების შესახებ ანგარიშები და სამოქმედო გეგმები მოამზადეს. „საჯარო რეესტრი სივრცითი მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. სააგენტო, ასევე, კოორდინაციას უწევს უწყებებს შორის სივრცითი მონაცემების გაზიარების პროცესს, ამრიგად, ამ სემინარზე მიღებული ინფორმაცია და აქ წარმოდგენილი ქვეყნების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ. სემინარზე წარმოდგენილ ქვეყნებში: საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ყირგიზეთში ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, სივრცითი მონაცემების მიმართულებით სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს. რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს მიერ სივრცითი მონაცემების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება. ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნორვეგიული მხარის დახმარებით, პროექტი „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება. პროექტის აეროგადაღების მასალებზე დაყრდნობით, ციფრული კარტოგრაფიული მასალის - ვექტორული, საბაზისო რუკის შექმნას ითვალისწინებს. საჯარო რეესტრთან ერთად, პროექტის ფარგლებში წარმოებული საბაზისო გეოგრაფიული მონაცემები ყველა სახელმწიფო უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)