|
2019-10-03 12:49:14, 1452 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიასაგან მოისმინა, თუ როგორ ემზადება ინსპექტორის აპარატი 2019 წლის 1-ლი ნოემბრისათვის, როდესაც შესაბამისი კანონი სრულად ამოქმედდება და აპარატიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. როგორც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, იმედოვნებს, რომ ამ რეფორმის შედეგად შექმნილი უწყება − სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი − ეფექტურად განახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს და გარანტიებს, კერძოდ: ხელშეუხებლობას; დამოუკიდებლობას ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლებას პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობის პროცესში იუსტიციის სამინისტრომ კონსულტაციები გამართა საკითხით დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან, სფეროს ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტთან. შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიას წარმატება უსურვა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე და დასძინა, რომ პენიტენციური სისტემა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურები ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლებენ ახალ უწყებასთან საქართველოში ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვის მიზნიდან გამომდინარე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)