11:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 14:06:59, 1059 ნახვა

კომენტარი
​გახარია ექსპერტებს: მზად ვართ, პრობლემები, რომლებსაც ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერის აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ატაროს სოციალური ტვირთი, მანამ, სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნეს სექტორი, რომელიც შეძლებს, თავის თავზე აიღოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ, პრობლემები, რომელსაც ჩვენც და თქვენც ვხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის ნაწილში დარწმუნებული ვართ, რომ ვიპოვით იმ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, მივდივართ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვისაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics