07:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 17:10:56, 1693 ნახვა

საზოგადოება
ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი 2 პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა. 

ფირცხალაიშვილის განცხადებით, პაციენტი საოპერაციო ბლოკში იმყოფება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის ინფორმაციიით, ის რამდენიმე საათში კლინიკიდან გაეწერება. 

"ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ზედაპირული ჭრილობა აქვს ქვედა კიდურის არეში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ალბათ, რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან", - განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, დღეს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics