|
2019-09-30 16:59:37, 1755 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ელიზაბეთ რუდს შეხვდა
საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მთავრობას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა და ელიზაბეთ რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხიც განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)