14:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 15:23:14, 4109 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე 85 კმ წყალმომარაგების ქსელი ეწყობა, რომელიც 8 ათასზე მეტ აბონენტს მოემსახურება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობის სამუშაოებს ქალაქ ბათუმის მერთან ერთად გაეცნო.

ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა და მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

I ეტაპზე წყალმომარაგების ქსელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში მოეწყო.  პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მეჯინისწყლის ხიდამდე 3500 აბონენტის წყალმომარაგება.

პროექტის II ეტაპზე კი, ხელვაჩაურის ცენტრამდე, მაგისტრალური მილის მოწყობა განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

,,ბათუმის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მოწესრიგება. დღეს დავათვალიერეთ ახლად შემოერთებული ტერიტორიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, სადაც 8 ათასზე მეტი აბონენტი ძალიან მალე მიიღებს თანამედროვე წყალმომარაგებას. რამდენიმე დღეში გვექნება სიახლე, ბათუმის, მათ შორის, ახალ შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგება-წყალარინებასთან დაკავშირებით. ჯამში, 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა შევძლოთ პრაქტიკულად მთელი აჭარის ტერიტორიაზე  გვქონდეს თანამედროვე წყლის ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით 85 კილომეტრს შეადგენს.

,,ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტი, განსაკუთრებით ბათუმის ამ ნაწილისთვის, ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც , რომლებიც ბათუმის ტერიტორიებია, წყლის მომარაგების თვალსაზრისით.  ძალიან მალე მოსახლეობას წყალი მიეწოდება" - განაცხადა ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

პროექტი ბათუმის მერიის, აჭარის ა.რ მთავრობისა და შპს ,,ბათუმის წყლის" მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics