|
2019-09-26 12:22:42, 1346 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი ხაზარაძეზე - გაუგებარია პოლიტიკას მსუყე ტყუილით რატომ იწყებს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე საუბრობდა, რომ მ ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, აღნიშნული განცხადება სიცრუეა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ადაამოწმოს კომპანიებთან, განხორციელდა თუ არა მათზე ზეწოლა. „მან თქვა, რომ ფინანსთა მინისტრის კაბინეტში ხდებოდა დარეკეტება და იძულება ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომ იძულებით დათანხმებოდნენ ვალების განულებას. არაერთხელ მომიწია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება და მართლა სრულად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა. იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი. ზოგიერთმა არც გამოხატა ინტერესი ამ პროგრამაზე, მაგალითად „პროკრედიტ ბანკმა“ და 14-15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, შეგიძლიათ გამოიძიოთ და ნახოთ, ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე რამე მოყვა, არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა აბსოლუტურად ყველამ, რადგა იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომლების ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა, ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა რაიმე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა მე არ მესმის რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი - ერთის მხრივ პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის. მე მგონია, რომ ეს შუალედი ჩვენ გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს, ოღონდ მარტივი დაშვებით, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და მინიმალური ვალდებულებები შეასრულონ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)