20:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 10:18:48, 3269 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება.

ლუიზა ვინტონმა დადებითად შეაფასა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics