09:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 16:33:08, 3403 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ

საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით, - ამის შესახებ EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები,  მათ შორის ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორზე.

იურგენ რიგტერნიკის თქმით, საქართველო  თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში.

„EBRD-სა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა. რეალურად, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 235 პროექტში 3,4 მილიარდ ევროს აღწევს და ამით საქართველო  თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. ამასთან, ჩვენი ინვესტიციები ფარავს ფინანსურ ინდუსტრიას, წარმოებას, მთავრობის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ", - აღნიშნა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

იურგენ რიგტერნიკის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომელზეც ძირითადად ენერგეტიკის სექტორი იქნა განხილული.

„ამ სფეროში ჩვენ პარტნიორები  ვართ და ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით", - აღნიშნა იურგენ რიგტერნიკმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics