|
2019-09-24 16:11:02, 1339 ნახვა
საზოგადოება
300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2019“ გაიმართა
300 არაგველის მემორიალთან, ტრადიციული დღესასწაული - „კრწანისობა 2019 გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა. „მინდა კრწანისელებს, ასევე, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მივულოცო. რასაც ვისურვებდი და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ეს არის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ხალხი ვართ, ეს სისხლში გვაქვს და რა თქმა უნდა, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - გონიერებით, წარმატებებით, წინსვლით, ეკონომიკური აღორძინებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიების დაწყებამდე დედაქალაქის მერი 300 არაგველის სკვერში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიომ, მღვდელმსახურებთან ერთად, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. „კრწანისობა 2019“ კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც ეპოქის გაცოცხლებას მიეძღვნა. სანახაობის შემდეგ, მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა - სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ღონისძიებას მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)