18:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 23:13:46, 4444 ნახვა

მსოფლიო
16 წლის ეკო აქტივისტი მსოფლიო ლიდერებს - თქვენ მომპარეთ ბავშვობა, როგორ ბედავთ!

შვედი ეკო აქტივისტი 16 წლის გრეტა ტუნბერგი გაეროში კლიმატის დაცვის საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სკოლის მოსწავლის ემოციური გამოსვლა, მსოფლიო ლიდერებს ეძღვნებოდა.

"ყველაფერი ეს არასწორია, მე არ უნდა ვიყო აქ, მე უნდა ვიყო სკოლაში, მაგრამ თქვენ ცარიელი სიტყვებით, მომპარეთ ოცნება, თქვენ მე მომპარეთ ბავშვობა. იწყება მასიური გადაშენება, პლანეტის გადაშენება დაწყებულია და თქვენ რაზეც შეგიძლიათ ილაპარაკოთ, ფული და და ზღაპრებია, ზღაპრები მუდმივი ეკონომიკური ზრდის შესახებ, როგორ ბედავთ!" - განაცხადა გამოსვლისას გრეტა ტუმბერგმა.
მან ვრცლად ისაუბრა, კლიმატის სავალალო ცვლილებებზე და მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მიმართა.
"ჩვენ უკვე გავიაზრეთ, რომ თქვენ გამყიდველები ხართ," მიმართა გრეტამ ლიდერებს.

 ტუნბერგი ნიუ-იორკში იალქნიანი ნავით ჩავიდა. ტუნბერგმა თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა. მიზეზი კი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა. მას აშშ-ში ჩასასვლელად 2 კვირა დასჭირდა. 

 ტუნბერგმა და მისმა მოძრაობამ „Fridays For Future“ ორგანიზაცია Amnesty International-ის „სინდისის ელჩის“ წოდება მიიღეს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics