01:22 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 11:03:56, 1508 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით,  კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი დრო ძალიან ცოტაა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მე არ ვიცი, ოხანაშვილმა წინასწარ ვისთან რა კონსულტაციები გაიარა, მაგრამ როდესაც ასეთ არადემოკრატიულ პროცედურას იღებ კომიტეტზე და 20 წუთს აძლევ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ეს ნიშნავს, რომ თუ ხუთი ადამიანი ისარგებლებს კითხვის დასმით 4-4 წუთიც არ გამოდის კითხვა-პასუხისთვის. სრულიად არასერიოზული მიდგომაა. მაშინ აიღოს და პირდაპირ გამოუცხადოს ნდობა, თუ არ სჭირდება ეს პროცედურა და არ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი. ამ დროს საზოგადოებაში ყველამ უნდა დაინახოს ვის ვირჩევთ, ვინ არიან ეს ადამიანები“, - აღნიშნა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics