|
2019-09-22 14:20:41, 3673 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას გვაქვს, არის ხალხის სამსახური
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარის, დიოკნისის, ოქრუაშვილების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულეს და მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ. ,,ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული. ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში ორი წლის პერიოდში ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემის და გზის გარეშე. ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას. გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც აქტიურად ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებს. დაგეგმილია ორი ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დაბა ხულოში გაიხსნა პროფესიული სასწავლებელი. მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მიმდინარე წელს ხულოში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. NS
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)