|
2019-09-21 17:43:56, 6481 ნახვა
მსოფლიო
100-ზე მეტი დაკავებული - პარიზში, პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. შეტაკებები სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა. ადგილზე 7 ათასი სპეცრაზმელია მობილიზებული. მედიის ცნობით, მასშტაბური ოპერაცია სამართალდამცავებმა „ყვითელჟილეტიანებსა“ და კლიმატის დამცველთა აქციის მონაწილეებს შორის შესაძლო შეტაკების ასარიდებლად ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა. მას შემდეგ ისინი აქციებს პერიოდულად აწყობენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)