|
2019-09-20 17:15:58, 1019 ნახვა
საზოგადოება
ნიკო ბურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
საბურთალოს რაიონში, ნიკო ბურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემები ექმნებოდა. პროექტის ფარგლებში, ნიკო ბურის ქუჩაზე ბორდიური და 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, 3 767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. გამგებლის თქმით, კერძო დასახლებებში საკმაოდ ბევრი ქუჩაა, სადაც მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზით უწევს. „მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოვუგვარეთ. ნიკო ბურის ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 676 720 ლარი გამოიყო. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)