15:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 10:33:43, 2748 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას გაზრდის

2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას გაზრდის.

ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, სამინისტროს მიერ დაუფინანსდებათ 80 000 ლარით, დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს სამინისტრო ტრანსპლანტაციას დაუფინანსებს 100 000 ლარით.

რაც შეეხება ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსებს 130 000 ლარით, დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს სამინისტრო 150 000 ლარით დააფინანსებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ #ძვლის #ტვინის აუტოლოგიური და ალოგენური ტრანსპლანტაცის დაფინანსება 2019 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს პროგრამით ხუთმა პაციენტმა ისარგებლა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics