|
2019-09-20 10:10:55, 804 ნახვა
საზოგადოება
„ფორსაჟის“ გადაღებების გამო 21 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მათივე ინფორმაციით შეზღუდვა შეეხება, კერძოდ: „21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აიკრძალება პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, შეუძლებელი იქნება პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებული იქნება ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. 21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. გარდა ამისა, ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ევროპის მოედანზე ჩამსვლელ პანდუსზე. გადაღებების პერიოდში, კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს. უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)