22:22 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 12:38:14, 1378 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დიდ ლილოში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცემა

სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის გადაჭრას განაგრძობს. შესაბამისად, იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება.

„ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე 500-ზე მეტ ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს კიდევ 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ესენი არიან სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები. მინდა მათ მივულოცო. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ოჯახი. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ ფართების დაკანონებაში“, - მიმართა მათ კალაძემ მოსახლეობას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics