|
2019-09-18 11:56:17, 1083 ნახვა
საზოგადოება
„სერიული შემწყალებელი“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება
„სერიული შემწყალებელი“; „ბიძინას რჩეული კრიმინალი“ - ამ სახელწოდებებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკლველობაში ბრალდებულების შეწყალებას აპროტესტებენ. „ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას, სამარცხვინო საქციელს შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა კრიმინალები, ახალგაზრდა ადამიანებისა და პოლიციელის მკვლელები შეიწყალა. უნდა მოხდეს ამ ფაქტის მოკვლელვა, იყო თუ არა აქ კორუპციული სქემა. შემდეგ კი, რა თქმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი თვითნებურად იქცევა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)