|
2019-09-17 10:59:24, 1314 ნახვა
საზოგადოება
NDI - მოსახლეობის 57%-ს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, დაგროვილი თანხით ისარგებლებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% საპენსიო რეფორმაში ჩართულია, ხოლო 71% ჩართული არ არის. კვლევის მიხედვით, 40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ - არა. კითხვაზე - გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას - საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30% აცხადებს, რომ სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)