|
2019-09-17 10:25:12, 935 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ არაფერი იცვლება, ხოლო 18%-მა აღნიშნა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის თქმით, მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)