|
2019-09-16 16:24:09, 5673 ნახვა
მსოფლიო
კენიაში, 14 წლის მოსწავლემ მენსტრუაციის გამო შერცხვენის შემდეგ, თავი მოიკლა
კენიაში, 14 წლის გოგომ მენსტრუაციის გამო შერცხვენის შემდეგ თავი მოიკლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მოზარდის დედის განცხადებით, მისმა ქალიშვილმა თავი მას შემდეგ ჩამოიხრჩო, რაც მასწავლებელმა საჯაროდ დაამცირა. მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად სკოლასტან 200-მდე მშობელი შეიკრიბა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კენიაში მიიღეს კანონი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სანიტარული საფენებით უფასოდ მოამარაგებდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის კომიტეტი იძიებს, რატომ არ ვრცელდება მიღებული კანონი ყველა სკოლაში. გოგონას დედის თქმით, მასწავლებელმა მის შვილს "ჭუჭყიანი" უწოდა, რადგან სკოლის ფორმა დაესვარა და კლასიდან გააგდო. მომხდარის შესახემ გოგონამ დედას უამბო, რის შემდეგაც თავი ჩაოიხრჩო. BBC წერს, რომ კენიაში, ისევე როგორც მის მსგავს სხვა ქვეყნებში, ბევრ გოგოს ხელი არ მიუწვდება ჰიგიენის ნივთებზე, მათ შორის საფენებზე. გაეროს 2014 წლის ანგარიშის თანახმად, სუბ-საჰარის აფრიკაში 10-დან ერთი გოგო აცდენს სკოლას მენსტრუაციის გამო. შედეგად, განათლების 20%-ს კარგავენ, რის გამოც სკოლიდან რიცხავენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)