14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 15:49:58, 2370 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ შუბნის საჯარო სკოლიდან მიულოცა

16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყება შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სოფელ შუბნის საჯარო სკოლიდან მიულოცა.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარმოადგინეს, სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კურსდამთავრებულთა მიღწევებსა და სკოლის წარმატებებზე ისაუბრეს.

მიმდინარე წელს, შუბნის საჯარო სკოლაში 76 მოსწავლე, მათ შორის 4 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები და სახელმძღვანელოების ახალი სრული პაკეტი გადაეცათ.

„ჩემო ძვირფასებო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მივესალმები მათ, ვინც წელს პირველად შეაღეს სკოლის კარები - ჩვენს პირველკლასელებს. მათთვის ცხოვრების ახალი, მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გისურვებთ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი და სამშობლოს ყველაზე მეტად თქვენი განათლება წაადგება“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ფრიდონ ფუტკარაძე დღესვე მშობლიურ ტომაშეთის საჯარო სკოლასაც სტუმრობდა, სადაც დაწყებითი განათლება მიიღო და წლების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ტომაშეთის, შემდეგ შუბნის საჯარო სკოლაში.

ხელმძღვანელი პირები სასწავლო - საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეებისა და პაპოშვილების საჯარო სკოლებში და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

შუახევში სულ 1697 მოსწავლე, 818 პედაგოგი, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა. მათგან 112 პირველკლასელია.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა მუნციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში. საზეიმო ღონისძიებებს საჯარო სკოლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics