20:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 12:05:57, 886 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში,  ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, დამონტაჟდა  წყლის საქაჩი ახალი ტუმბო და კორპუსში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. 

ასევე, სამეგრელოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა  და  აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობებში. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების დაწყება ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ადგილზე დაათვალიერა.

აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგი გაუწიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრებმა.

 

 

 

  (NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics