20:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 12:00:28, 827 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი: საქართველოში აშენდება ევროპული სკოლა, რომელსაც ევროკავშირის გარეთ პრეცედენტი არ აქვს

ლისის ტბასთან ევროპული სკოლა აშენდება,  რომელსაც ევროკავშირის გარეთ პრეცედენტი არ აქვს, - ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით სკოლა განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ ქართველი, არამედ აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის და უკრაინის მოსწავლეებისთვის.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ვიწყებთ ევროპული სკოლის მშენებლობას. ევროპული სკოლის მშენებლობას მართლაც პრეცედენტი არ აქვს ევროკავშირის გარეთ და იგი წარმოადგენს პირველ სკოლას ევროკავშირის გარეთ და იგი აშენდება საქართველოში. სკოლა განკუთვნილი იქნება არა მარტო ქართველი, არამედ აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის და უკრაინის მოსწავლეებისთვის. ეს არის მართლაც საუკეთესო საშუალება, რომ რეგიონში მიიღონ ევროპული განათლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აითვისონ ევროპული ფასეულობები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics