14:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-15 22:20:05, 1644 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ცივაძეების მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ცივაძეებში მცხოვრებ რაული ცივაძისა და მაგული დავითაძის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა. მერი ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა, პატარებს საჩუქრები მიუტანა და მისი მოულოდნელი სტუმრობით ოჯახი გაახარა.

ცივაძეების ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. 7 წლის როლანდი ტაკიძეების საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა, ხვალ პირველად შეაღებენ სკოლის კარს ტყუპები ელენე და ელისაბედი, 4 წლის ნიკოლოზი კი ჭვანის ბაგა-ბაღის აღსაზრდელია.

მრავალშვილიან ოჯახს შუახევის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის სამზადისისთვის ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცა. როგორც მშობლებმა აღნიშნეს პატარები ახალ სასწავლო წელს მომზადებული ხვდებიან და სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან.

 ,,მრავალშვილიანი ოჯახებზე დახმარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა, კეთილდღეობას და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინაიდან მრავალშვილიანობა საქართველოს სიძლიერეა“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძე.

ცივაძეების მსგავსად მერიის სოციალური პროგრამით 55-მა მრავალშვილანმა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

მიმდინარე წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 60 მრავალშვილიან ოჯახზეა გათვლილი და პროგრამით სარგებლობა ბენეფიციარებს 2019 წლის ბოლომდე შეეძლებათ.
NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics