|
2019-09-13 17:09:44, 2387 ნახვა
საზოგადოება
„ქუცნაშვილს რუსეთის მონა დავუძახე, მისი ცოლი გამოექანა და სახეში მთხლიშა“ - #სირცხვილიას აქტივისტი
#სირცხვილიას აქტივისტის ირაკლი არეშიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში დაარტყა. როგორც არეშიძე აღნიშნა, შემთხვევა გონიოს სასტუმროში მოხდა. "გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ასე შემდეგ. ის მეუბნებოდა, აბა, ჩამოდიო. მერე რომ ჩავედით, "ჩექ აუთი" იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა და მთხლიშა, ვის უწოდე მონაო. დავრეკე 112-ში და გამოვიძახე პატრული", - განაცხადა აქტივისტმა მტავარ არხთან საუბარში. ფაქტთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)