|
2019-09-13 16:26:15, 6511 ნახვა
მსოფლიო
მასშტაბური გაფიცვა პარიზში - ქალაქი მეტროპოლიტენის დაკეტვის გამო, პარალიზებულია [ვიდეო]
მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის გამო, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გაფიცულები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც პენსიას შეეხება. მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნივერსალური პენსია უნდა ამოქმედდეს და ეს სამართლიანი იქნება. მედიის ცნობით, დღეს მოქმედი კანონით, მემანქანეებს აქვთ უფლება რთული სამუშაო პირობების გამო, პენსიაზე, სხვებთან შედარებით 8 წლით ადრე, 55 წლის ასაკში გავიდნენ. ცვლილების შემდეგ, რომლის განხილვა პარლამენტში 2020 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, საპენსიო ასაკი გათანაბრდება. ამ კანონპროექტმა მემანქანეებში უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ გაფიცვა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ ეს საფრანგეთში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა. ამ დროისთვის, პარიზის მეტროს 16 ხაზიდან მხოლოდ 6 მუშაობას, ისიც შეფერხებით. ფაქტმა საფრანგეთის დედაქალაქში ქაოსი გამოიწვია. მოსახლეობას სკუტერებით და ველოსიპედებით უწევს გადაადგილება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)