18:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 13:18:29, 1156 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა

შვეიცარიის პრეზიდენტმა ული მაურერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

შვეიცარიის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს უსვამს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნავს, რომ ამ ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა თბილისში ახალი საელჩოს მშენებლობა, რომელიც ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნება.

„შვეიცარია ელის ჩვენი ურთიერთობების შემდგომ კონსოლიდაციასა და გაღრმავებას. ჩემს ქვეყანას პატივად ერგო საქართველოს ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში და საკუთარი წვლილის შეტანა, თქვენი ქვეყნის განვითარებაში ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის საშუალებით. შვეიცარია ერთგული რჩება მის მიერ ნაკისრი ვალდებულების, რომელიც თქვენს მთავრობასთან გაერთიანებული ძალებით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე იკისრა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ ეს მოლოცვის წერილი მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებად“, - აღნიშნულია მილოცვაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics