13:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 12:52:41, 1808 ნახვა

რეგიონი
ჰარცელი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე: ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები მოაქვს

"ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინფორმირება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება.

"ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მუდმივი კავშირი. ვგულისხმობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics