|
2019-09-13 11:49:01, 1126 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოები დასრულებულია
კომპანია „თბილისი ენერჯიმ" ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2 კილომეტრის სიგრძის ძველი და ამორტიზირებული გაზსადენი სრულად განაახლა. მილსადენი რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ვაკის რაიონს და რომელზეც საარემონტო სამუშაოები ათწლეულების განმავლობში არ ჩატარებულა, სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება ვაკის რაიონის გაზმომარაგება. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა. „თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ხშირად გაანიავეთ ფართი, განსაკუთრებით, ცივი ამინდების დროს. გახსოვდეთ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. „თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)