|
2019-09-13 10:18:42, 14990 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. პრემიერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე რჩება რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ამასთან, ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „ნდობის გამოცხადების შემდეგ, დღეს პირველად ვიკრიბებით. პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს - ბატონ ვახტან გომელაურს და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კაბინეტში გვეყოოლება ორი ვიცე-პრემიერი - ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. გახარიამ აღნიშნა, რომ დღეის შემდეგ მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)