18:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 14:49:44, 1528 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა.

ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრა აშშ-ში 18 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, რომელიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics