|
2019-09-11 11:49:00, 1327 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდა
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ. როგორც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის დარგობრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ოჯახში ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის; იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პენიტენციური და სამართალდამცავი სისტემის მხარდასაჭერად იჩენდა. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში და ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ამჟამად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, რომელიც სპეციალური სერვისების შეთავაზებით, პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. თეა წულუკიანმა, აგრეთვე, ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ექსტრადიციის სფეროში. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რითაც ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)