23:15 - 13 Aug, 2026
|
2015-07-13 11:46:51, 1481 ნახვა
მსოფლიო
ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ერთსულოვან შეთანხმებას მიაღწიეს
ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისის დაძლევის მესამე გეგმასთან დაკავშირებით ერთსულოვან შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შემუშავებული გეგმა საბერძნეთში სერიოზული რეფორმების გატარებასა და მისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. „საბერძნეთი ევროზონას არ დატოვებს“, - განაცხადა ევროკომისიის ლიდერმა ჟან-კლოდ იუნკერმა. საბერძნეთი ევროზონის წევრების მიერ შეთავაზებულ რეფორმებს ოთხშაბათამდე გაატარებს. შეგახსენებთ, რომ ევროზონის წევრების შეხვედრა ბრუსელში 17 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანის საბერძნეთის კრიზისის დასაძლევად ახალი გეგმის შემუშავება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)