17:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 16:36:39, 1844 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი - ივანიშვილმა ღარიბაშვილი იმათთვის დააბრუნა, ვინც ფიქრობს, რომ 20 ივნისს შეკრებილები მეტად უნდა ეცემათ

ივანიშვილმა ღარიბაშვილი მათთვის დააბრუნა, ვინც ფიქრობს, რომ 20 ივნისს შეკრებილები მეტად უნდა ეცემათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

ხიდაშელის შეფასებით, სწორედ ამაგვარი ზრახვებით იქნება წარმოდგენილი მმართველი გუნდი მომავალში.

„მნიშვნელობა არ ჰქონდა ღარიბაშვილი რისი მინისტრი იქნებოდა, ივანიშვილის სჭირდებოდა იმ ხაზის გაძლიერება და ერთმნიშვნელოვნად ჩვენება, თანამდებობის მიცემით, მათ შორის, რომ ეს ადამიანები მისი ზრუნვის ქვეშ არიან. ვინ არიან ეს ადამიანები, ძალიან მოკლე პასუხი არსებობს ამაზე, ის გულწრფელი ამომრჩეველი, რომელმაც ძალიან მძიმედ განიცადა 20 ივნისის ღამე, უზარმაზარ ტრაგედიად აქვს 20 ივნისის ღამე, ოღონდ არა იმიტომ, რატომაც მე და  თქვენ მივიჩნევთ მას ტრაგედიად. ეს ადამიანები თვლიან, რომ მაგრად ვერ სცემეს იქ შეკრებილი ადამიანები და უფრო მეტი ზარალი უნდა მიეყენებინათ მათთვის. აი ამ ხაზის, ამ ამომრჩევლის დასამაგრებლად დააბრუნეს ღარიბაშვილი მთავრობაში. მათ წასახალისებლად და მათ დასარწმუნებლად, რომ სწორედ ასეთი რეტროგრადული ბნელი ზრახვებისა და აზრების იქნება მომავალი „ქართული ოცნება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics