|
2019-09-09 12:40:23, 1138 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ახლობლები აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შვიდივე დაკავებული უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, დემონსტრანტებს ადგილზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პლაკატები აქვთ მიტანილი. „ამათ არანაირი ბრალი ქვეყნის წინაშე და არც იმ სპეცრაზმელების წინაშე არ მიუძღვით. ჩემი შვილის ერთადერთი ბრალი ის არის რომ არანორმალურად უყვარს თავისი ქყეყანა. ამ მთავრობის ხელში არაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ მინდა იმედი მაინც ვიქონიო რომ იქნებ გონება გაეხსნათ და საღად იაზროვნონ“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩაკილაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება. შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)