|
2019-09-08 12:56:31, 5724 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა, - ამის შესახებ თეთრი სახლია ლიდერი Twitter-ზე წერს. ტრამპის განმარტებით, მოლაპარაკებების ჩაშლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაჯგუფებამ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. "დღეს ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტს და „თალიბანის“ ლიდერებს უნდა შევხვედროდი. შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. ისინი ამერიკაში უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ყალბი ბერკეტების შესაქმნელად მათ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეხვედრები გავაუქმე და მოლაპარაკებების პროცესი ჩავშალ. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარი პოზიცია გაამყარო? მათ მოკლეს ჩვენი ძალიან კარგი ჯარისკაცი და კიდევ 11 ადამიანი. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ცეცხლს ვერ წყვეტ, სავარაუდოდ, არ ხარ უფლებამოსილი შინაარსობრივი შეთანხმების შესახებ სალაპარაკოდ. კიდევ რამდენიმე წელი უნდა იომონ?“, - წერს ტრამპი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)