22:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 17:06:38, 1460 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან 20 კანდიდატი შეარჩია. 

კენჭისყრის პროცესი 16:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე წუთში კენჭისყრის მეორე ეტაპი დაიწყება, სადაც საბჭო კანდიდატებს  სათითაოდ უყრის კენჭს. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ, კანონის თანახმად, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების სია პარლამენტში გადაიგზავნება. 

პირველი კენჭისყრის შედეგებით:

11 ხმა მიიღეს - ვაჩაძე მაიამ და მიქაუტაძე გიორგიმ.

10 ხმა - მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე.

9 ხმა - ალანია თამარ, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, ცინცაძე ქეთევან.

8 ხმა - ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, თავაძე ზაზა, ლალი ფაფიაშვილი, ქადაგიძე ნინო, ჯეირანაშვილი გოჩა.

7 ხმა - ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე.

ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics