14:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 13:13:28, 884 ნახვა

საზოგადოება
სამტრედიაში, ნავთობ ბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]

სამტრედიაში ნავთობბაზეზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე, 1000 ტონიან, რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთიდით.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics