|
2019-09-04 12:32:34, 5930 ნახვა
მსოფლიო
ბერლინის პოლიციამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა
ბერლინის პოლიციამ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ ველოსიპედის და „ელექტროსკუტერის“ ფოტოებიც, რომლითაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავდასხმის დროს გადაადგილდებოდა. მანამდე გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, შესაძლოა რუსმა აგენტმა მოკლა. ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. ის ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით ჩავიდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა შეძენილი. რაც შეეხება თავად ხანგოშვილს, ის გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა. მანამდე ვრცელი მასალა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)