13:20 - 26 Jul, 2026
|
2019-09-04 09:25:28, 793 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიაში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)